logo
ENG



სალივანის თქმით, ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას "შესაბამისი შედეგები" მოჰყვება

13 მარ 202221:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/13/u56qzyd64prkkge.jpg

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას გმობს, მას "შოკისმომგვრელსა და შემზარავს" უწოდებს და ამბობს, რომ ამას აშშ-ის მხრიდან "შესაბამისი შედეგები" მოჰყვება, როგორც კი ბაიდენის ადმინისტრაცია დაამტებით ინფორმაციას მიიღებს.

"ეს შემზარავი და შოკისმომგვრელია. ახლახანს გავიგე ამის შესახებ. კონსულტაციები მექნება ჩემს კოლეგებთან და უკრაინელებთან იმის დასადგენად, როგორ მოხდა ეს და განვსაზღვარვთ შესაბამის შედეგებს", - თქვა მან CBS-ის ეთერში.

მან დაამატა, რომ "ეს რუსების მხრიდან თავხედური აგრესიის ნაწილია, როცა მიზანში იღებენ მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, სალოცავებსა და ჟურნალისტებს".

რუსმა ოკუპანტებმა დღეს, 13 მარტს უკრაინაში, ქალაქ ირპენში New York Times-ის ჟურნალისტი მოკლეს. ინფორმაცია კიევის პოლიციის უფროსმა გაავრცელა.


close დახურვა